
მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის - უსამართლო ჯარიმების გადასახდელად მოქალაქეებმა აქცია-მარათონზე 250 ათასი ლარი შეაგროვეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს 01:00 საათის მონაცემებია და ჯერჯერობით ასახული არ არის უცხოეთიდან განხორციელებული გადმორიცხვები.
საქველმოქმედო აქცია-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე 21:00 საათიდან დაიწყო. მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა, მათ შორის:
ცნობისთვის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ანტირუსული აქციების მონაწილეებს დღემდე კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.
ფოტო: Ezz Gaber