TI: თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დეკლარაციაში ხელფასს და უძრავ ქონებას მალავს

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს.

"დარღვევა I: მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:

  • 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე;
  • 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე;
  • 105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე;
  • 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, მასზე არსებული შენობა ნაგებობით.

აღსანიშნავია, რომ მარინე ცერცვაძემ ქონებები არც 2022 წლის დეკლარაციაში ასახა.

დარღვევა II: მარინე ცერცვაძემ 2023 წლის დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება," - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მარინე ცერცვაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი