
2 ძლიერი მიწისძვრა ბოლო 10 საათის განმავლობაში. განმეორებითი მიწისძვრა დღეს დილით, 5:30 წუთზე, რაჭაში მოხდა, რომლის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდა იყო.
მანამდე 02:03 საათზე, იგივე კერაზე 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ონიდან ცხრა კილომეტრში, სოფელ ირთან მდებარეობდა.
ონის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზარალი არ დაფიქსირებულა, თუმცა სახლებს ბზარები გაუჩნდა:
"საბედნიეროდ მიწისძვრას რაიმე სერიოზული ზიანი და ნგრევა არ მოჰყოლია. საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა იყო ძლიერი ბიძგები და შესაბამისად, რამდენიმე სახლს ჩვენს მუნიციპალიტეტში გაუჩნდა ბზარები" განუცხადა ონის მერმა "მთავარს"