კობახიძე ბათუმში და გაურკვევლობაში მყოფი მოსახლეობა | კორპუსები ააშენეს, თუმცა ვის გადასცეს ბინები უცნობია

გამოქვეყნდა:

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ახალაშენებული სამი კორპუსი გაიხსნა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 582 ოჯახი, რომლებსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, ახალ ბინას მიიღებს, თუმცა  პრემიერის ამ ნათქვამის შემდეგ მოსახლეობა გაურკვევლობაშია. კობახიძემ და რიჟვაძემ ბინა სიმბოლურად მხოლოდ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს, დანარჩენი 581 ბინის მეპატრონის ვინაობა კი უცნობია.

სულ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას 2 ათასამდე ოჯახი ითხოვს, თუმცა მათ ამის იმედი არ აქვთ და ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ბინებს წინასაარჩევნოდ მხოლოდ მათ მხარდამჭერებს გადასცემს.

ადგილზე პრემიერისა და ხელისუფლებს წარმომადგენლების წასვლის შემდეგ ხმაური იყო. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი