მოსკოვში 50 ათასი რუბლით დააჯარიმეს ირანის მოქალაქე, რომელსაც, სავარაუდოდ, Balenciaga-ს უკრაინის მხარდამჭერი ზედა ეცვა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ 50 ათასი რუბლით დააჯარიმა ირანის მოქალაქე, რომელიც საჯარო ადგილზე გამოჩნდა უკრაინის გერბიანი მაისურით. ინფორმაცია სამთავრობო პროგპანადისტულმა "რიამ" გაავრცელა.

მანამდე "ტელეგრამ" არხმა "Astra-მ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 წლის ირანელი ტურსიტი, 4 ივნისს, მოსკოვის ცენტრში დააკავეს და რომ მას Balenciaga-ს მაისური ეცვა, რომელსაც მკლავებზე გერბი აქვს გამოსახული, ერთ მხარეს უკრაინის დროშა, მეორე მხარეს კი მოწოდება უკრაინის დახმარებაზე.

"Astra" წერს, რომ ტურისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს "რუსული არმიის დისკრედიტაციის" მუხლით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი