ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილეები და ის ადამიანები, რომელბიც მუდმივად აპროტესტებენ ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესიულ პოლიტიკას, კვლავ ხელისუფლების სამიზნეში არიან. დაკავებული და სასტიკად ნაცემია გორელი აქტივისტი. ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი ამტკიცებს, რომ მას სამართალდამცველებმა რუსული წარმოების იარაღი ჩაუდეს. პოლიციამ იოსებ ბაბაევს ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. ბიზნესმენს, რომელიც აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო შესაძლოა დიდი ხნით აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, ბრალს ოფიციალურად უახლოეს საათებში წარუდგენენ.
ავტორები: გიორგი ახალკაცი, ნინი ჟიჟიაშვილი