"დაღალე რეჟიმი" | კანცელარიასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნდა:

"დაღალე რეჟიმი" - მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მოძრაობა "დაფიონის" წევრები იმყოფებიან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

აქტივისტის თქმით, ისინი პოლიციელებს ეუბნებოდნენ, რომ მორალურად გაუმართლებელია ის, როგორც საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იქცევიან. რა დროსაც, პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაჟა სირაძე აქტივისტთან მივიდა და უთხრა, რომ მსგავსი განცხადებების შემთხვევაში შემდეგ ჯერზე დააკავებდნენ. 

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება მშვიდია. აქციის მონაწილეებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, წავლენ თუ არა მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან.

ფოტო: TV პირველის ლაივიდან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი