ბათუმში ხელწერილით გაათავისუფლეს მოქალაქე, რომელმაც კობახიძეს და რიჟვაძეს მოღალატე და მონა დაუძახა

გამოქვეყნდა:

ბათუმში გუშინ დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ბულვარში სეირნობის დროს პრემიერსა და აჭარის მთავრობის მეთაურს მოღალატეები და მონები დაუძახა. ხათუნა ბერიძე ყვება, რომ დაკავებამდე მას "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

მოქალაქის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ბერიძე პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. 

"არ შემეძლო ჩვეულებრივ გამეტარებინა ის ფაქტი, რომ კობახიძე და გამყიდველები, სამშობლოს მტრები ჩემ ქალაქში, ბათუმში, გადაადგილდებიან ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე და თამამად, თითქოს ძალიან მაგარ საქმეებს აკეთებენ. მივედი, დავუძახე ის სახელი რაც მათთვის არის ზუსტად ზედგამოჭრილი და რაც არა მარტო მე, ხალხმა, ქართველებმა მიანიჭა მას მონის, მოღალატეების წოდება. დამიპირისპირდა მისი გარემოცვა, ქართული ოცნების აქტივისტები, ვიყავი მარტო, განვითარდა ცუდად მოვლენები, ფიზიკური დაპირისპირებაც იყო, მაგრამ არ შემიწყვეტია მონების დაძახება, შემდეგ მოვიდა პოლიცია, ჩამომართვა ტელეფონი, დამაკავეს, გადამიყვანეს პირველ განყოფილებაში. ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს", - თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელმა, ხათუნა ბერიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი