თელავში მანქანა დაეჯახა ქვეითს, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა | ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა კაცს იმ დროს შეეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

პირველადი მონაცემებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი