ბათუმში დღეს ველოსიპედების მარში გაიმართება

გამოქვეყნდა:

ბათუმში დღეს, 8 ივნისს, 19:00 საათზე, ველოსიპედების მარში გაიმართება - საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილეები მარშს მთელი ქალაქის მასშტაბით გამართავენ. 

"გთხოვთ, მარშის მონაწილეებმა იქონიოთ დროშები. სასურველია ტანისამოსით საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფერებში გამოწყობა. თუ საშუალება გექნებათ, წამოიღეთ ყვავილებიც.

შევიკრიბებით ცენტრალური პარკის კოლონადებთან, დავიძრებით გორგილაძის ქუჩისკენ, გმირთა ხეივანზე (შარტავას ქუჩა) ყვავილებით შევამკობთ გმირთა მემორიალს, შარტავას ქუჩიდან გადავალთ ფიროსმანის ქუჩით ჯავახიშვილის ქუჩაზე და შემდგომ ბულვარში, ბულვარიდან გადავალთ ევროპის მოედანზე," - წერენ აქციის ორგანიზატორები. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი