"ბორკილდადებულს მუშტებს და ფეხებს მირტყამდა" | გლდანის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ძალადობაშია მხილებული

გამოქვეყნდა:

პოლიციის მაღალჩინოსანი ფიზიკურ ძალადობაშია მხილებული. გლდანის 10-ე სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა მამაკაცი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 

მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორმა დაიბარა. ადგილზე მისულს კი კახა ლამაზოშვილმა სცემა და პოლიციის მიერ შედგენილ ოქმზე ხელმოწერას აიძულებდა. 

"კახა ლამაზოშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემზე ფიზიკურად და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა კაბინეტში უშუალოდ. ბორკილები დამადეს, ხელები უკან შემიკრეს, დამსვეს სკამზე და დაიწყო ჩემი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბორკილდადებულს, ზურგის არეში მუშტს მირტყამდა და ფეხში ფეხს" ამბობს მოქალაქე.  

მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, პოლიციელის წინააღმდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 333-ე,  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა საქმე.
 

რეპორტაჟი ვრცლად "შაბათის მთავარის" 9 საათიან გამოშვებაში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი