
როგორ მუშაობს რუსეთის დეზინფორმაციისა და ე.წ. ტროლების ქარხანა და როგორ ორკესტრირებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას კრემლისტური გამოცემები და გადაცემები საქართველოში? მათი განსაკუთრებული სამიზნე ევროპელი პოლიტიკოსები არიან. მაგალითად, ქართულ და რუსულენოვან ონლაინ მედიაში აქტიურად ვრცელდება ამბები, რომ თითქოს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ბაბუები ნაცისტი მაღალჩინოსნები იყვნენ. არადა ეს ინფორმაცია ყალბია. პრორუსული გადაცემები იმასაც ამტკიცებენ, რომ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თბილისს სტუმრობდა, ძველი ფაშისტური ოჯახის წარმომადგენელია. რაც მტკნარი სიცრუეა; რადგან გაბრიელიუს ლანდსბერგისის ბაბუა, ვიტაუტას ლანდსბერგისი დამოუკიდებელი ლიეტუვის პირველი პრეზიდენტია; სწორედ ის უძღვებოდა პარლამენტის იმ სესიას, სადაც ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა.
რა სქემით მუშაობს რუსული პროპაგანდა - "მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივი პროექტი
ავტორი: დავით კობიძე