მოქალაქის, ლიკა ქუცრციკიძის ინოფორმაციით, რიკოტის უღელტეხილზე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. სოციალურ ქსელში ის ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.
უკვე 1 საათია, უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო.
ცრემლებს ძვლივს ვიკავებთ, რომ ვაიდა ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გატკიცინებულ, ზეხარისხიან და უმდგრადეს გზაზე, - წერს მოქალაქე, ლიკა ქურციკიძე.
პარალელურად, რიკოთს უღელტეხილიდან გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგებია ასახული.