
თუკი საქართველოს მომავალსა და მის ძლიერ, ღირსეულ და მდიდარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე საუბარს გავაგრძელებთ, მაშინ განათლებაზე უნდა შევჩერდეთ. განათლება და ნასწავლი მომავალი თაობები ის უზარმაზარი რესურსია, რომელის გამოყენებითაც საქართველოს შეუძლია ნახტომისებურად განვითარდეს, უმოკლეს დროში. მეორეს მხრივ, თუ განათლებას პირიორიტეტებიდან ჩავწევთ, მაშინ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში ქვეყანას ერთი ადგილის ტკეპნა მოუწიოს. განათლების სისტემა კი უპირველესად პედაგოგებზე და ძლიერ ინსტიტუციებზე დგას. დღეს გიამბობთ პედაგოგზე, რომელიც კვირაში სამჯერ ასეულობით კილომეტრს გადის იმისთვის, რომ მშობლიური ხულოს მაღალმთიან სოფელში ავიდეს, და ბავშვებთან გაკვეთილები ჩაატაროს.
ავტორი: გვანცა სუთიძე