იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან | განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებში

გამოქვეყნდა:

იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან - ამ დროის მონაცემებით, რეგიონში ძლიერი სეტყვის, ქარისა და წვიმის შედეგად 26 სახლია დაზიანებული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებში, სადაც საცხოვრებელი სახლების სახურავები ჩაიმტვრა, დაზიანდა ავეჯი, ტექნიკა. 

ასევე  უხვი ნალექის შედეგად განადგურდა ხეხილი, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები. მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ამ დროისთვის იმერეთის 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი