"უნდა შეგრცხვეთ ყველგან...ვიქტორ ჯაფარიძემ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა" | მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი და აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ისმის, როგორ მიმართავს დეპუტატს, რომ მას უნდა შერცხვეს ყველგან, ქვეყნის ევროპული მომავლის ძირისგამოთხრისთვის.

 მისივე ინფორმაციით, მალევე პოლიციამ მას და მის თანამგზავრს პასპორტები ჩამოართვა და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის" დააკავა. წიწიკაშვილის თქმით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, სასამართლო 19 ივნისამდე გადაიდო. 

"84-დან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა. ამჯერად მე ვუთხარი, რომ რუსული კანონით მან და მისმა კოლეგებმა  საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ. 
ვიქტორ ჯაფარიძე, ერთი მხრივ, თურმე მედგრად ეწინააღმდეგება გლობალური ომის პარტიას, რომლის ზეწოლასაც ვერ უძლებს ამერიკა, NATO და ევროკავშირი, თუმცა, მას როგორც ჩანს, არ შეუძლია მოქალაქისგან საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკის მოსმენა. 
„ინციდენტის“ ამოწურვიდან მალევე, გამომეცხადა პოლიცია. მე და Irina-ს ჩამოგვართვეს პასპორტები და ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა უწყების შავებში ჩაცმული წარმომადგენლები ერთი-მეორეს მიყოლებით მხოლოდ ჩვენი სამუშაო ადგილით ინტერესდებოდნენ. საბოლოოდ, მე გამომიცხადეს, რომ 166-ე მუხლით, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით, როგორც „წვრილმანი ხულიგანი“ დამაპატიმრეს, ირინას გამოუცხადეს, რომ გადაწყვეტილი იყო, ბორტზე არ აუშვებდნენ და გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს.  
ჩემი სასამართლო მალევე გაიმართა, თუმცა, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით პროცესი 19 ივნისამდე გადაიდო. 
პოლიცია, ალბათ,  ეძებს იმ ადამიანებს, ვისი სიმშვიდეც „დაირღვა“.
ვიდეო ინციდენტის ერთი მონაკვეთია, თუმცა, მასში ასახულია მომენტი, სადაც დეპუტატი ჩემს რეპლიკას, რომ ვარ ემიგრანტი დედის, ეთნიკურად ოსის შვილი და ასევე საქართველოს ამაყი მოქალაქე, პასუხობს სიტყვით „გეტყობა“. წერს მოქალაქე. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი