
ევროკავშირის პროექტებს საქართველოში საფრთხე ემუქრება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროპის მიერ დაფინანსებული პროექტები შესაძლოა მოლდოვაში გაგრძელდეს.
ასეთ შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება ყველა მიმართულებას - ადამიანის უფლებებს, სოციალურ თემებს, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, სასამართლო სისტემას-ყველაფერს რაც წლების განმავლობაში ევროკავშირთან დასაახლოებლად და ქვეყნის განვითარებისთვის კეთდებოდა.
წყაროს ინფორმაციით, სწორედ რუსული კანონის მიღების გამო, ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, "მთავარმა არხმა" ევროკავშირის საელჩოს წერილით მიმართა და პასუხს ველოდებით.
ავტორი: ზურა პეტროსიანი