
ხმაური 157-ე საჯარო სკოლაში - ვრცელდება ინფორმაცია რომ განათლების სამინისტრო სკოლის დანგრევას აპირებს, რადგან შენობა დაზიანებულია. თუმცა, მშობლების ინფორმაციით, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება.
თვეზე მეტია მოსწავლეებს სხვა სკოლაში უწევთ სიარული, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. მშობლები მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართავენ, არ დაინგრეს შენობა და მას ჩაუტარდეს სარემონტო სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.