ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. სამი პირი მას სახლთან დახვდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტმა სალომე ბარკერმა გაავრცელა.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს სალომე ბარკერი და ბერძენიშვილის ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახლთან უცნობი პირები ელოდებოდნენ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. ინფორმაცია მისმა ძმამ, გია ჯაფარიძემ გაავრცელა.

ცნობისთვის, ორ თვეზე მეტია უცნობი პირები უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები გამოვლენილი არ ჰყავს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, მან ზუკა ბერძენიშვილსა და სალომე ბარკერზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაწერა, რომ ისინი პარლამენტის წევრებს "მუქარით და შეურაცხყოფით" ურეკავდნენ. მისივე მტკიცებით, "ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი