რუსული "აზიმუტი" ივლისიდან ქუთაისშიც იფრენს

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ავიაკომპანია Azimuth ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს. ფრენები კი ივლისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება. 

„Azimut Airlines ავითარებს საერთაშორისო მარშრუტების ქსელს და აცხადებს ავიაბილეთების გაყიდვის გახსნას ახალ მარშრუტზე - მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვი.  ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ფრენა 2024 წლის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ”, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან დილის  07:10 საათზეა დაგეგმილი, ბორტი ქუთაისში 11:45 საათზე დაეშვება, ხოლო ქუთაისიდან გამგზავრება 12:45 საათზეა დაგეგმილი.

Azimuth Airlines-მა საქართველოში ფრენები 2023 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პუტინმა შეზღუდვა მოხსნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი