ზუგდიდის სტადიონის შენებას 9 წელი, 2 ტენდერი და 14 მლნ ლარი დასჭირდა, თუმცა დასასრულებლად16 მლნ-იანი შესყიდვა გამოცხადდა | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ზუგდიდის სტადიონის შენებას 9 წელი, 2 ტენდერი და 14 მლნ ლარი დასჭირდა, თუმცა დასასრულებლად კიდევ ერთი 16 მლნ-იანი შესყიდვა გამოცხადდა.

"2017 წელს გაირკვა, რომ სტადიონი UEFA-ს სტანდარტებს არათუ არ შეესაბამება, არამედ ვარგისიც არ არის - ოთახებში წყალი ჩადიოდა, ბალახი გამხმარი იყო, ბეტონის კედელი კი ფეხბურთელებისთვის საფრთხის შემცველი.

გამოცხადდა მეორე ტენდერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ამბობდა, რომ მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა.

2024 წელს სტადიონი ისევ დაუსრულებელია და ორი წარუმატებელი ტენდერი სახელმწიფოს თითქმის 14 მილიონი ლარი დაუჯდა.

Მაისში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი - 16,300,000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ აიღებს დაუსრულებელ პროექტს", - წერია განცხადებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი