
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი კრისტის აუქციონზე 1 მლნ ფუნტ-სტერლინგად გაიყიდა. სინას კოდექსი მე-10 საუკუნეში მოღვაწე ქართველ კალიგრაფს, სასულიერო მწერალსა და ჰიმნოგრაფს ეკუთვნის, რომელიც გარკვეული პერიოდი სწორედ სინას მთაზე მოღვაწეობდა. თუმცა თავად პერგამენტი, რაზეც კოდექსის ტექსტია გადატანილი, მეხუთე-მეექვსე საუკუნით თარიღდება. მასზე იოანე ზოსიმეს ნამუშევართან ერთად შემორჩენილია და იკითხება პირველადი ფენაც, რომელიც არამეული ენის უახლოეს დიალექტზეა შესრულებული. აუქციონზე ხელნაწერი ფრანგი მარტინ შოიენის პირადი კოლექციიდან მოხვდა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ გახდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მყიდველი.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი