რიკოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სადაც სამშენებლო სამუშაოებს სანქცირებული ჩინური კომპანია აწამოებს, უკიდურესად სახიფათო ხდება. თითქმის ყოველთვის უხვი ნალექის შემდეგ სხვადასხვა მონაკვეთზე მეწყრული პროცესები ვითარდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ორ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა, რასაც მაგისტრალის ჩაკეტვა მოყვა. ოფიციალური მონაცემებით, რიკოთის მონაკვეთზე 70-ზე მეტი მეწყერსაშიში კერაა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წინა წლებთან შედარებით წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით სახიფათო იქნება.