
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც გუშინ ახალგაზრდებს ხვდებოდა ტიტუშკები მივიდნენ. ისინი იგინებოდნენ, პრეზიდენტს "რეზიდენტსა" და "მოღალატეს" ეძახდნენ. შეხვედრიის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოგების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.
რუსული კანონის მხარდამჭერებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
"პროვოკაცია არ არის აზრის დაფიქსირება. აზრის დაფიქსირება არის თავისუფალი ნების გამოვლინება, ახალგაზრდა ვარ, მეც "ჯენზი" ვარ", - თქვა ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით მედიასთან.