ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გაწერეს | მოძალადეები 24 საათის შემდეგაც არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გამოწერეს. მას გუშინ, თავდასხმის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ბერძენიშვილს ყბა-სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.

 "თავს კარგად ვგრძნობ, ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები. ცხვირის ოპერაცია ჩამიტარდა და 10 წლის წინანდელი ტრავმაც ბარემ ახლა გამისწორეს, ამიტომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რაღაცნაირად სინდისი დამიმშვიდდა იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება." თქვა კლინიკის დატოვების შემდეგ ბერძენიშვილმა.

ზუკა ბერძენიშვილს მოძალადეები გუშინ, 11 ივნისს,  საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმიდან 24 საათის შემდეგაც კი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ მოძალადეები,  ვისი ავტომობილის სერიული ნომერიც დაზარალებულმა საჯაროდ დაასახელა. 

ნაცემი აქტივისტის უფლებადამცველი გამოძიების მიმდინარეობისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და განმარტავს რომ საქმე არა ცემის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით უნდა წარიმართოს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი