"ძალიან მძიმე რაღაცებს მედავებიან, რისი თქმის უფლებაც არ მაქვს; გამომძიებელი ცდილობდა ვყოფილიყავი შიშის ქვეშ | ლადო მენაბდე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გურიის ბიუროს ჟურნალისტი, ლადო მენაბდე საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის შესახებ "დღის სტუმრის" ეთერში საუბრობს. იქიდან გამომდინარე, რომ მენაბდეს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, ის დეტალებზე ვერაფერს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიება მძიმე ბრალდებას ედავება. მენაბდეს თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამომძიებელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდა: 

"ძალიან მძიმე რაღაცებს მედავებიან, რისი თქმის უფლებაც სამწუხაროდ არ მაქვს და როგორც მე გამოვიტანე დასკვნა, აქ ძალიან ბევრ ადამიანზეა საუბარი, თუმცა ვისზე კონკრეტულად არ ვიცი. ძალიან ცალსახა იყო ის ფაქტი, რომ გამომძიებელი ცდილობდა ფსიქოლოგიურ სტრესში ჩავვარდნილიყავი და მთელი დაკითხვის განმავლობაში ვყოფილიყავი შიშის ქვეშ და აქედან დავასკვენი, რომ ამ ყველაფრის მიზანია, საზოგადოებაში დათესონ შიში." ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი.

მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიზანი გამოხატვის თავისუფლებაზე დიდი შეტევაა. 

ლადო მენაბდე დღეს გამომძიებლებმა დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანადასწრებით დაკითხეს. აბსურდული გამოძიება სარკასტული Facebook პოსტისა და იარაღით გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს. ფოტო ოზურგეთის ცენტრში, 26 მაისსაა გადაღებული, როცა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იყო გამოფენილი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი