"ქართული კინო საფრთხეშია" - ეროვნულ კინოცენტრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კულტურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიებსა და დაანონსებულ ცენზურას აპროტესტებენ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები უკვე ერთი წელია თეა წულუკიანის პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანამ რუსეთისკენ აიღო გეზი, არადემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და ხელისუფლების მიერ ყველა უწყება არის ოკუპირებული.
მათივე თქმით, როდესაც თეა წულუკიანმა რეპრესიები დაიწყო, მიზნად ისახავდა, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაეხშო და ყველა თანამშრომელი დაემონებინა, თუმცა კინოცენტრის შემთხვევაში მას ეს არ გამოუვიდა.