"სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები ისევ დეფიციტშია" | ონკოპაციენტების მიმართვა მინისტრს

გამოქვეყნდა:

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.  სამ კვირაზე მეტი გავიდა, რაც მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებდა  რომ ქვეყანაში ონკოპაციენტების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი არ არის. ონკოპაციენტები კი ამტკიცებენ, რომ წამლებს ვერ შოულობენ, რის გამოც უგვიანდებათ მკურნალობა და ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემები ექმნებათ. 

ონკოპაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ  მიუღიათ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი