ამილახვარის თქმით, ივლისიდან მასწავლებლებს ხელფასები მოემატებათ, სასკოლო კვების მოდელები კი 1-2 თვეში გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

განათლების მინისტრი, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება, ამბობს, რომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი:

ისე დახატეს, თითქოს ჩვენს მიერ შექმნილია ეს პრობლემა და არ არსებობს 30 წელზე მეტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ პროცესის განხორციელება.

მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას." თქვა ამილახვარმა.

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი