აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - სახელმწიფო ბიუჯეტით ნაყიდი 17 ავტომობილი გაუჩინარდა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანებით სხვადასხვა უწყებები სარგებლობდნენ, თუმცა, ირკვევა, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ლევან დავითაშვილის სამინისტრო არ იყო მითითებული. 17 ავტომობილის ადგილმდებარეობა და მდგომარეობა უცნობია, ასევე უცნობია გაიყიდა თუ არა ქონება და გადაეცა თუ არა ის სხვა უწყებას. ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია მხოლოდ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოიძია.