სახელმწიფო უწყებების სარგებლობაში მყოფი 17 ავტომობილი გამქრალია. აუდიტის სამსახური ხმაურიან ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანები უკვალოდ გაუჩინარდა და ის უწყებას აღრიცხული არ აქვს. გაუჩინარებული ავტომობილების ძებნა დავითაშვილის უწყებამ მხოლოდ მთავარი მაკონტროლებლის მითითებების შემდეგ დაიწყო. აუდიტის სამსახურში "მთავარ არხს" განუცხადეს, რომ მანქანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სამინისტრომ უკვე გადაუგზავნა, და პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით აღარ მიმართავენ. რამდენიმე წუთის წინ თავად ეკონომიკის სამინსიტრომაც დაადასტურა, რომ ავტომობილების ნაწილი ელექტრონული აუქციონით გაასხვისეს, ნაწილი კი სხვა უწყებებს გადასცეს.