
საზარელი ტრაგედიიდან 9 წლის შემდეგაც კი ვერეს ხეობის უსაფრთხოება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მდინარის კალაპოტში ამ დრომდე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად პრობლემებზე საუბრობს, თუმცა თბილისის მერიამ ვერეს ხეობის ეს მონაკვეთი წითელ ზონად არ გამოაცხადა. ტრაგედიის თემაზე გრძელდება ხელისუფლებასთან სამართლებრივი დავაც. დღეს დადასტურდა ინფორმაცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპული დავით გაბიტაშვილის ოჯახის სარჩელის დარეგისტრირების შესახებ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე