
აქცია განათლების სამინისტროსთან. 123-ე სკოლის მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების შეკრების მიზეზი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ლოსაბერიძე გახდა, რომელიც სკოლის დირექტორთა შესარჩევ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.
მასწავლებლები და მშობლები ამბობენ, რომ კონკურსში შერჩევა პოლიტიკური ნიშნით ხდება, 123-ე სკოლის დირექტორი კი ხელისუფლების პოლიტიკურ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს.