თბილისის საკრებულომ იპოდრომთან ცათამბჯენების ასაშენებლად ზონის ცვლილებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ქალაქ თბილისის საკრებულომ იპოდრომის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან ცათამბჯენების მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

საუბარია დედაქალაქის ცენტრში მდებარე 80 145 კვადრატულ მეტრზე, რომელიც ცვლილებამდე სარეკრეაციო ზონა 1 და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსს ატარებდა. ამ ზონებში კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება.

ტერიტორიის მფლობელი შპს "ცენტრალ პარკ ავენიუა", რომლის დირექტორიც ვასილ ფხაკაძეა. კომპანია ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მინიჭებას ითხოვდა.

„ცენტრალ პარკ ავენიუმ“ ტერიტორია „ფონდი ქართუსგან“ შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 5 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი