"არა გორის ნაგავსაყრელად ქცევას" - გორის მოსახლეობამ, კვერნაკის დასახლებაში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობის გეგმა გააპროტესტა. ნაგავსაყრელი გორის გარდა 7 მუნიციპალიტეტს - სტეფანწმინდას, დუშეთს, თიანეთს, მცხეთას, კასპს, ქარელს და ხაშურს უნდა მოემსახუროს.
მოსახლეობის განცხადებით, არსებული პროექტი არა მარტო ჯანმრთელობის პრობლემებსა და დისკომფორტს გამოიწვევს ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში, არამედ ტურიზმსაც მოკლავს, ვინაიდან ნაგავსაყრელის მოსაწყობად გათვლილი ადგილი უფლისციხის ისტორიულ კომპლექსთან ახლოსაა, სადაც ყოველდღიურად ასობით ტურისტი ჩადის.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ მათი სურვილები გაითვალისწინონ და არათუ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა შეაჩერონ, არამედ არსებულიც სხვაგან გადაიტანონ.