
სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პარალელურად პროტესტი არ წყდება. პროცესის დასრულებამდე 5 დღეა დარჩენილი, თუმცა პედაგოგებს კითხვები მაინც აქვთ. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება, ამიტომ ისინი საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, პარტიული ნიშნით დირექტორების კანდიდატების დანიშვნას ხელი არ მოაწერონ.
"ყველა შემთხვევაში მიმდინარეობს მიზანმიმართულ დაკომპლექტება სუს-ის აგენტურით და სკოლებშიც დაწყებულია დირექტორების არჩევნები და ფაქტობრივად ხუთშაბათს წარადგინეს ახალი კანდიდატები და მათ არ მიეცათ საშუალება, რომ თავიანთი პროგრამა წარედგინათ სკოლებისთვის ა პარასკევს უკვე დაიწყო არჩევნები. ზოგგან სამშაბათს-ოთხშაბათს დასრულდება. "ამბობს პედაგოგი დავით ფერაძე და სამეურვეო საბჭოებს მოუწოდებს, ნუ მოაწერენ ხელს კოლაფსისა და ღალატის აქტს.
კიდევ ერთი პედაგოგის, მაია ეკალაძის თქმით, 5 დღე აქვს სკოლებს იმისთვის, რომ სრულიად უცნობი კანდიდატები მიიღონ და აარჩიონ. ეკალაძეც მოუწოდებს სამეურვეო საბჭოებს გამოიჩინონ კეთილგონიერება.