მექსიკის გზა კიდევ უფრო რთულდება | როდის და რა შემთხვევაში ამოქმედდება ახალი აკრძალვა?

გამოქვეყნდა:

მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ განაცხადი  ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტმა უკვე გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მექსიკის ისედაც რთული გზით ამერიკის ტერიტორიაზე მოხვედრა კიდევ უფრო გართულდება და მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება. 

პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანება ძალაში უკვე შევიდა და თუ კვირის განმავლობაში მიგრანტების დაკავების ყოველდღიური მაჩვენებელი 2500-ს გადასცდება, მაშინ ეს აკრძალვა ამოქმედდება. 

ბაიდენის ეს განცხადება განსაკუთრებით საყურადღებო და საინტერესოა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცდილობს ამერიკაში მექსიკის გავლით მოხვდეს. რასაც ემატება  -  გამოცემა  Washington Examiner-ის სტატია, რომელმაც დაწერა, რომ 6 ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად ჩასულ მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ.  ქვეყნების სიაში საქართველო კი პირველ ადგილზეა. 

რას ამბობენ ის ადამიანები, ვინც შტატებში მოხვედრისთვის რთულ გზას ირჩევს და როგორია ტუროპერატორების პოზიცია, ვინც ქართველ მიგრანტებს ეხმარებიან?

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი