არჩევნებამდე 5 თვე რჩება | ემიგრანტები ხმის მიცემის უფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში ემიგრანტების მონაწილეობაა. წლების განმავლობაში, უცხოეთში მცხოვრებ ათასობით საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების პოლიტიკის გამო არ ეძლეოდა საშუალება საკუთარი ხმის უფლება გამოეყენებინა.

ასეა ამჯერადაც, ემიგრანტების უამრავი მოთხოვნისა და ძალიან მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობის მიუხედავად, "ქართული ოცნება" და ცესკო არ აპირებენ უცხოეთში საკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახნას, არადა დღეს ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 20% უცხოეთში ცხოვრობს.

არჩევნებამდე 5 თვე დარჩა, ემიგრანტები საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვენ, მათი თქმით, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისათვის, რომ საარჩევნო ყუთებთან მივიდნენ, ასეც რომ არ იყოს, სულ რომ ყველა ემიგრატმა შეძლოს საკონსულოებში მისვლა, არსებული საარჩევნო უბნები ფიზიკურად ვერ დაიტებს და ვერ მოასწრებს მათ მომსახურებას.

სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეიქმნა ახალი პლატფორმა "თაობები ქვეყნისთვის", სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები არიან გაერთიანებულები. ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არეგისტრირებენ აღრიცხვაზე, უფასოდ ეხმარებიან თანამემამულეებს, რომ საარჩევნო სიის მიღმა არავინ დარჩეს, მათი რაოდენობა სწორად მიაწოდონ საკონსულოებს და უკვე სამართლებრივად მოთხოვონ  ახალი საარჩევნო უბნების გახსნა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი