ონთან კიდევ ორი - 4.4 და 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა

გამოქვეყნდა:

სეისმური მოინტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 19:42 საათზე, ონთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. 19:49 კი განმეორებით, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იყო.

პირველი მიწისძვრა ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთი, სოფელი ბაჯიხევში მოხდა, მეორე ონიდან სამხრეთით - სოფელი ცხმორი.

17:16 საათზე, 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო სოფელ ირთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი