C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა | დასავლეთიდან დაფინანსებული პროექტი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

გამოქვეყნდა:

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - უცხოეთიდან დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების მიზეზი იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტის გავრცელების შესახებ. ტესტირებებით დადასტურებული იყო რომ ეს სენი ქვეყნის მოსახლეობის 5 პროცენტზე მეტს ჰქონდა, რაც დიდი ტვირთი იყო ოჯახებისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით გადაწყდა რომ ელიმინაციის პროგრამა სწორედ აქ დაწყებულიყო. 

შედეგები შთამბეჭდავია - 95 პროცენტზე მეტმა პაციენტმა მიაღწია შედეგს, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი დღეს სრულად განკურნებულები არიან. დღეს საქართველო ამ კუთხით ერთ-ერთი ლიდერია. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი