წიწამურთან დაზიანებულ მილსადენზე შეიძლება სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მივაწვდით | GWP

გამოქვეყნდა:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP)  სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაზე მორიგ განცადებას ავრცელებს. წყალსადენი დღეს დაზიანდა, ის წყლით ამარაგებს ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას.

კომპანია ამბობს, რომ წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.

GWP-ს ცნობითვე, იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მიაწოდონ სასმელი წყალი, ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობენ.

"დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.

იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს.

ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და წყალმომარაგების აღდგენის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია ოპერატიულად გავრცელდება კომპანიის ვებგვერდით, სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოებით.

აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი