"ლერი დარჯანიას ოცნების "ტიტუშკები" დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ" | აქტივისტი დათუნა დანელია

გამოქვეყნდა:

აქტივისტი დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით თავს დაესხნენ მოქალაქე ლერი დარჯანიას. ის დაშავებულის ფოტოსაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი.

"დღეს დილით 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების “ტიტუშკები” დაახლოებით 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან… ლერი მოჭიდავეა იცოდნენ , 1 და 2 ქოცი “ტურა” ვერ მოერეოდა , ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს!" - წერს დათუნა დანელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი