თბილისში 18 ივნისს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

თბილისში ხვალ, 18 ივნისს, შუქი ისევ ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გორკის, ბოჭორიძის, აჯამეთის, კანკავას, ჩიქობავას, როსტომაშვილის, ჯავახიშვილის, ბენაშვილის, იაროსლავის, ვეძათხევის, არაგვისპირელის, ემილ ვერჰარნის, ოსიაურის, ბოჭორმის, გრანელის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების, ახალციხის, ლენტეხის, მამარდაშვილის, ჩერქეზიშვილის და გოცირიძის ქუჩების მოსახლეობას.     

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, გეგეჭკორის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გლდანი-დიღომის შემაერთებელი მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების, ამაშუკელის, ნუცუბიძის, აბულაძის, ინტენსიფიკაციის, პეტრიწის, ბალანჩინის, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.     

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ჭონქაძის, ბესიკის, დიმიტრი ყიფიანის, მესხის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ტყავის, შარდენის, სიონის, ჰოვანეს თუმანიანის, ქუმსიაშვილის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი