
თბილისის წყალმომარაგებაში უმძიმესი კრიზისია. სპეციალისტები დარწმუნებით ვერ ამბობენ როდისთვის შეძლებენ დაზიანების აღმოფხვრას. საუბარია რამდენიმე დღეზე, რომლის განმავლობაშიც დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალი საუკეთესო შემთხვევაში გრაფიკით მიეწოდება. კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა და მაგისტრალური მილსადენი დააზიანა. წყალმომარაგების ექსპერტები აცხადებენ, რომ დაზიანებამ ადგილზე გეოლოგიური პრობლემებიც შექმნა და მაგისტრალის აღდგენა ურთლეს სამუშაოებს საჭიროებს.
ავტორი: დავით კობიძე
იხილეთ ასევე: