
"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ" სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 18.8%-ით (15.1 მლნ ლარით) გაიზარდა და 95 მლნ ლარი გახდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა.
ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლების დინამიკა:
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯებს, ორგანიზაციის ცნობით:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, 2023 წელს, მაუწყებლებში ჯამში 1.6 მლნ ლარის სოციალური რეკლამა განათავსეს. სოციალური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავლები - 861.3 ათასი ლარი და 608.4 ათასი ლარი პროსამთავრობო მაუწყებლებმა “მედიაჰოლდინგმა” (“რუსთავი 2”) და “პოსტვ”-მ მიიღეს.
კვლევის მიხედვით, პროსახელისუფლებო ტელევიზიები ლიდერობენ მსხვილი (50 000+ ლარის) სარეკლამო დაკვეთებითაც - მაგალითად, 2023 წელს, ტელეკომპანია “იმედში” 216 ასეთი რეკლამა განათავსეს, “მედიაჰოლდიგში” კი - 109. 2023 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 28 მაუწყებლისგან ჯამში 206 სხვადასხვა ტიპის ღირებულების მომსახურება იყიდეს. აქედან ნახევარზე მეტ შემთხვევაში (127) სერვისის მიმწოდებლები პროსამთავრობო ტელემაუწყებლები იყვნენ.
"კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიების ხარჯები 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში 3-ჯერაც კი აღემატება მათ შემოსავლებს. ნაციონალური დაფარვის მაუწყებლებთან შედარებით, კიდევ უფრო მწირია რეგიონული ტელევიზიების როგორც ჯამური, ისე სარეკლამო შემოსავლები. მაგალითად, 2023 წელს, ერთ-ერთმა ყველაზე შემოსავლიანმა რეგიონულმა მაუწყებელმა, ტელეკომპანია “ოდიშმა” მხოლოდ 240,013.63 ლარის ჯამური შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2023 წელს მათი შემოსავალი 7.6 მლნ ლარი იყო, რაც წინა, 2022 წლის მონაცემებს 21%-ით აღემატება. რადიომაუწყებლების შემოსავლების 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი - სპონსორობაზე მოდიოდა" - აღნიშნავს ორგანიზაცია.