მეწყრული ფერდობის დატერასების შემდეგ ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი | GWP ვადებს ვერ ასახელებს

გამოქვეყნდა:

კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 16 ივნისს დაზიანდა წყასადენი რომელიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას ამარაგებს.

კომპანია ამბობს, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო. 

კომპანია ისევ ვერ ასახელებს ვადებს, თუ რა დრო დასჭირდება სამუშაოებს და როდის აღდგება წყალმომარაგება.  GWP-მ გუშინ განაცხადა, რომ დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63,351 აბონენტს, რომელთაც კომპანია წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსების გზით მიაწვდის.

"მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე.

დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა. Სამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს", - წერია განცხადებაში.

დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი