დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა, ქარი | სააგენტო

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, (საფრთხის დონე საშუალო).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი