მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს | იხილეთ მარშრუტები

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, თურქეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. 

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან.

ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388.

შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ დორტმუნდში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი