დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება | GWP

გამოქვეყნდა:

დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება - ნათქვამია ბოლო ინფორმაციაში წიწამურიდან, რომელსაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს:

"სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო

მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი

ადგილზე 24 საათიან უწყვეტ  რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო  ტერიტორიაზე.  დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა" ნათქვამია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, მესამე დღეა დედაქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა რაიონებს წყალი გრაფიკით ექნებათ. ნაწილს კი, სასმელ წყალს რეზერვუარებით მიაწვდიან. დედაქალაქის გარდა, მესამე დღეა წყალი არ აქვს  მცხეთას  და სოფელ წიწამურს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი