ქართული სიმღერა და შეძახილები დორტმუნდის ქუჩებში | ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში

გამოქვეყნდა:

დოტმუნდი დღეს დილიდან ქართულ ქალაქად არის ქცეული - საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებმა გაავსეს ქუჩები და მართლაც გრანდიოზული მსვლელობა მოაწყვეს. შეძახილებით და საყვირებით სტადიონისკენ მიმავალ ქართველ გულშემატკივარს ემოციებით ხვდებოდნენ და აცილებდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. დორტმუნდში რამდენიმე ათასი ქართველია შეკრებილი, რომლებიც ჩვენი  ნაკრების საგულშემატკივროდ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ გერმანიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ. ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს დღეს სანახაობრივი თამაშის და გამარჯვების მოლოდინი აერთიანებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი